ტრენინგის შესახებ:
09.2026
25 საათი
ლაშა-გიორგი ჭელიძე
CISM (Certified Information Security Manager) – ინფორმაციული უსაფრთხოების მართვა დაგეხმარებათ შექმნათ, მართოთ და განავითაროთ ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგია, რისკები და ინციდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კურსი ეფუძნება ISACA-ს გლობალურად აღიარებულ მეთოდოლოგიას, რომელიც შექმნილია პრაქტიკული გამოცდილებისა და საუკეთესო მიდგომების სინთეზით.
კურსის ფარგლებში მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას, თუ როგორ დააკავშიროთ ინფორმაციული უსაფრთხოება ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებთან, ეფექტურად მართოთ უსაფრთხოების რისკები, უზრუნველყოთ ბიზნესის უწყვეტობა და უხელმძღვანელოთ ინციდენტებზე რეაგირების პროცესებს თანამედროვე ციფრულ გარემოში.
ღირებულება მოიცავს როგორც ტრენინგს, ისე საერთაშორისო გამოცდაზე გასვლას/სერტიფიცირებას.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი:
ტრენინგი განკუთვნილია IT პროფესიონალებისთვის, რომლებიც გეგმავენ გუნდის წევრობიდან მენეჯერულ პოზიციაზე გადასვლას, ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრებისთვის (CISO/ISO), IT მენეჯერებისთვის, რისკებისა და შესაბამისობის (Compliance) სპეციალისტებისთვის და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და დაიკავოს წამყვანი პოზიციები ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით.
პროცესი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ქართულ რეალობას მორგებულ პრაქტიკულ მაგალითებს. (კურსი წარიმართება სრულად ქართულ ენაზე).
ტრენერი
ლაშა-გიორგი ჭელიძე – ISACA-ს აკრედიტებული ტრენერი
ბენეფიტები და სერტიფიცირება
კურსზე დარეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ წვდომას ოფიციალურ სასწავლო მასალებზე და მომზადდებიან CISM-ის საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდისთვის.
ტრენინგის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

09.2026
25 საათი
ლაშა-გიორგი ჭელიძე