აპრილი 29, 2025
Syntax-ისა და BTU-ს წარმატებული კოლაბორაცია გრძელდება
IT in Reality კურსზე მესამე ნაკადის მიღება დაიწყო!
24 აპრილს, IT კომპანია სინტაქსის წარმომადგენლები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU) ეწვივნენ. Syntax-სა და BTU-ს შორის მჭიდრო პარტნიორობა მრავალი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. ვიზიტის მთავარი მიზანს BTU-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის უფასო ტრენინგ კურსის, “IT in Reality”, შესახებ ინფორმაციის მიწოდებას წარმოადგენდა.
აღნიშნული კურსი ტარდება “სინტაქს აკადემიის” ფარგლებში, რომელიც Syntax-ის საგანმანათლებლო მიმართულებაა და IT სფეროთი დაინტერესებულ დამწყებ კანდიდატებს აძლევს შესაძლებლობას სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გადადგან პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ კარიერაში.
ტრენინგს უძღვებიან სინტაქს აკადემიის კვალიფიციური ტრენერები და კომპანია სინტაქსისის თანამშრომლები, რაც მონაწილეებს რეალურ სამუშაო გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს.
ახალი კურსი უკვე მესამე წარმატებული კოლაბორაციაა. წინა ორი ნაკადი სრულად BTU-ს სტუდენტებით დაკომპლექტდა, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები კომპანია სინტაქსში დასაქმდნენ კომპანიაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს პროგრამის პრაქტიკულ ღირებულებასა და შედეგიანობას.
სტუდენტების შერჩევის პროცესი დაიწყება მაისში, ხოლო ტრენინგ-კურსი ოფიციალურად დაიწყება ივნისში.









