ედვერთაიზერი – დეკრეტის შემცვლელი

ლოკაცია: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 145ა

გამოცდილება:

1 დღის

IT კომპანია “სინტაქსი” (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ედვერთაიზერის პოზიციაზე – დეკრეტის შემცვლელი.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეკლამო კამპანიების შემუშავება და მართვა სხვადასხვა ციფრულ არხში ლიდების გენერირებისთვის;
** ბიუჯეტის მართვა და ეფექტური განაწილება სხვადასხვა სარეკლამო არხებზე;
** Google Analytics 4-ისა და Google Tag Manager-ის გამოყენება სარეკლამო კამპანიების შედეგების მონიტორინგისთვის და ანალიზისთვის;
** სარეკლამო სტრატეგიების ოპტიმიზაცია, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ROI (Return on Investment);
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი სარეკლამო სტრატეგიების გაუმჯობესების მიზნით;
** რეგულარული ანგარიშების მომზადება კამპანიების შედეგების, ეფექტურობის და
გაუმჯობესების რეკომენდაციების შესახებ;
** ყოველდღიური მუშაობა მარკეტინგის გუნდთან, გაყიდვებისა და ბრენდინგის სტრატეგიების შესათანხმებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** Google Ads-ის, Facebook Ads-ის, Google Analytics 4-ის, Google Tag Manager-ისა და Display & Video 360-ის (DV360) საბაზისო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ B2 დონე;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები, მონაცემების გაანალიზების და სარეკლამო სტრატეგიების ოპტიმიზაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და დროის მართვის უნარი.

სასურველი კვალიფიკაცია:

** IT სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ლიდების გენერირების გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

თარიღი

აქტუალურია - 20.04.2026-მდე


    © 2023-26 Syntax. All right reserved.